ფეხბურთი

23:48 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ეს, ის „ლივერპული“ აღარ არის
„უოტფორდი“ – „ლივერპული“ 3:0...

ბოლო დროს ყველაფერი ამისკენ მიდიოდა. ეს უნდა მომხდარიყო და მოხდა კიდეც: „ლივერპულმა“ წააგო, თანაც ვისთან - აუტსაიდერ „უოტფორდთან,“ თანაც როგორ - 0:3...

მანამდე მერსისაიდელები 44 მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულიყვნენ, მიმდინარე სეზონში კი მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ეთამაშათ ფრდ, დანარჩენი 26 კი მოეგოთ.

„უოტფორდმა“ ყველა ასპექტში აჯობა მრისხანე მეტოქეს. მათმა დამრიგებელმა ნაიჯელ პირსონმა კი უშუალო ტაქტიკური დუელი მოუგო იურგენ კლოპს და სხვებსაც უჩვენა მაგალითი, თუ როგორ შეიძლება „წითლების“ ძლევა.

მასპინძლებმა სენეგალელი ისმაილა სარის დუბლით და ტროი დინის გოლით იძაალეს, რომელსაც საგოლედ იმავე სარიმ უპასა.

„ლივერპული“ კი არაფერს ჰგავდა, არც იდეა, არც ენერგია, არც ხალისი... ხეირიანად კარშიც არ დაურტყამთ, მაშინ, როცა მასპინძლებს ორ-სამჯერ კიდევ შეეძლოთ თავის გამოჩენა.

„ლივერპულს“ აშკარად კრიზისი დაეწყო. ცხადია, წარმოუდგენელია მთელი სეზონი ერთ, ამაღლებულ ტონალობაში ჩაატარო.

აქამდე ინერციით მოდიოდნენ, მაგრამ ეს ინერციაც დამთავრდა. გავიხსენოთ ბოლო მატჩები, ჩემპიონთა ლიგაში „ატლეტიკოსთან“ 0:1 წააგეს. ისე, რომ ნორმალურად ვერც შეუტიეს. მერე „ვესტ ჰემთან“ აგებდნენ და იღბალზე მოიგეს. ახლა კი...

მათი ჩემპიონობის შანსს ამით დიდი არაფერი დაკლებია, მაგრამ... ეს, ის „ლივერპული“ აღარ არის.

ინგლისი

პრემიერლიგა. 28 ტური. 29 თებერვალი

უოტფორდი - ლივერპული 3:0

უოტფორდი. „ვიკარიჯ როუდი.“ 21 634

1:0, 2:0 სარი (54, 60), 3:0 დინი (72)

უოტფორდი: ფოსტერი, მასინა, კეტკარტი, კაბასელე, ფემინია, კაპუ, ჰიუზი, სარი (პუსეტო 82), დუკურე (ჩალობა 89), დეულეფეუ (პერეირა 37), დინი

მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ლოვრენი, ვან დეიკი, რობერტსონი, ფაბინიო, ვეინალდუმი (ლალანა 61), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (ორიგი 65), მანე, სალაჰი, ფირმინო (მინამინო 79)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება არ ყოფილა

ბორნმუთი - ჩელსი 2:2

ბორნმუთი. „ვიტალიტი.“

0:1 ალონსო (33), 1:1 ლერმა (54), 2:1 კინგი (57), 2:2 ალონსო (85)

ბორნმუთი: რემსდეილი, სტივ კუკი, აკე, სმიტი, სტეისი, ლერმა, ლუის კუკი (გოსლინგი 82), ბილინგი, კინგი (სტანისლასი 68), უილსონი, ფრეიზერი

მწვრთნელი: ედი ჰოუ

ჩელსი: კაბალიერო, კრისტენსენი, ასპილიკუეტა, ტომორი (ვილიანი 64), ალონსო, ჟორჟინიო (ბარკლი 64), კოვაჩიჩი, ჯეიმსი, პედრო, ჟირუ (ბატშუაი 72), მაუნტი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: სმიტი (59), უილსონი (88); ჟორჟინიო (17), კრისტენსენი (71)

ბრაიტონი - კრისტალ პალასი 0:1

0:1 აიუ (70)

ვესტ ჰემი - საუთჰემპტონი 3:1

1:0 ბოუენი (15), 1:1 ობაფემი (31), 2:1 ალე (40), 3:1 ანტონიო (54)

ნიუკასლი - ბარნლი 0:0

0.139635