პოლონეთის ექსტრაკლასას XXIV ტურში ვარშავის „ლეგიამ“ „კრაკოვიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა (2:1).
ვაკო გვილიამ შეუცვლელად ითამაშა, 44-ე წუთზე კი, საჯარიმოს მისადგომებიდან სიუველური სიზუსტით გადაგზავნა ბურთის მეტოქის კარში. ექსტრაკლასას ოფიციალური ვებგვერდი ვაკოს გოლს ასე გამოეხმაურა - MAMMA MIA! სხვათა შორის, ჩვენებურს გატანა მანამდეც შეეძლო, ხარიხამ შეუშალა ხელი.
გვილიას ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს მითვლილი. „ლეგია“ კი 48 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს.