ფეხბურთი

22:12 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმშიც უგოლოდ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის პირველი ტური როგორც ჩანს, გოლებს გაუწყრა. სასტარტო შეხვედრის შემდეგ, რომელიც უგოლოდ დასრულდა, მეორე თამაშშიც განსხვავებული არაფერი გვინახავს.

ბათუმში, „ანგისაზე“, „დინამომ“ თბილისის „მერანს“ უმასპინძლა და ფავორიტად კი განიხილებოდა, მაგრამ ეს სტატუსი ფურცელს ვერ გაცდა.

გია გეგუჩაძის გუნდმა მცდელობების მიუხედავად თბილისელთა კარს გასაღები ვერ მაორგო და სეზონი დაკარგული ქულებით დაიწყო. თავის მხრივ, ავთანდილ შენგელიას გუნდს გარჯა არ უნდა დავუკარგოთ, რომელმაც მოქმედ ვიცე-ჩემპიონს მისსავე მოედანზე არაფერი დაუთმო და დადებითი შედეგით დაბრუნდა.

ამრიგად, ორი მატჩი, ორი ფრე და არცერთი გოლი. იმედია, ხვალ პირველი ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა მაინც გაგვახარებს გოლებით და ხარისხიანი ფეხბურთით.

„დინამო ბათუმი“ – „მერანი“ 0:0 (0:0)

0.125222