ფეხბურთი

22:30 | 29.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

20 წლის შემდეგ "ლაციო" სათავეში და ლიდერი ძმები

რომის „ლაციო“ იტალიის სერია A-ში ერთპიროვნულად გალიდერდა. „ინტერს“ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, „იუვენტუსს“ ერთით, მაგრამ ფაქტია „არწივები“ მინიმუმ ერთი კვირა სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებიან.

„ლაციო“ მეორე წრეში გათამაშების ლიდერი ბოლოს 2000 წლის 14 მაისს იყო, როდესაც ჩემპიონი გახდა. მას შემდეგ 19 წელი და ათი თვე გავიდა - რომაელები ისევ პირველ პოზიციაზე არიან (მხედველობაში არ მიიღება სეზონის პირველი წრე).

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: სერია A-ს სიმონე ინძაგის გაწვრთნილი გუნდი ლიდერობს, ხოლო სერია B-ს ფილიპო ინძაგის "ბენევენტო". ასე, რომ იტალიის ორ მთავარ საფეხბურთო დივიზიონში ძმები ყველას ზემოდან დაჰყურებენ.

0.063049