საქართველოს ჩემპიონატის 32-ე სეზონმა დღეს სტარტი ოფიციალურად აიღო. გახსნით შეხვედრაში „დინამო თბილისმა“ ელიტაში დაბრუნებულ „თელავს“ უმასპინძლა და მოულონდელად ვერ დაამარცხა.
მოქმედი ჩემპიონი სეზონის სტარტს ცუდ ფორმაში რომ შეხვდა, ეს აქამდეც ვიცოდით, მაგრამ დღევანდელმა შეხვედრამაც დაადასტურა. კახა ჩხეტიანის გუნდი სასურველი ფორმისგა შორსაა და კახელებთან ხეირინია მომენტის შექმნაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.
საბოლოოდ მივიღეთ უგოლო ფრე და „თელავის“ მისაღები შედეგი. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სეზონის პირველი გოლის მოლოდინი კი, მომდევნო შეხვედრისთვის უნდა გადავდოთ, რომელიც ახლახან „დინამო ბათუმსა“ და თბილისის „მერანს“ შორის დაიწყო.
„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 0:0 (0:0)