ტურინის „იუვენტუსის“ მთავარვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა კარიერაში მე-1000 მატჩის ჩატარების თაობაზე, რომელიც მან სერია A-ს ბოლო ტურში გამართა სპალ-ის წინააღმდეგ (2:1) და ერთხელ თავიც გამოიჩინა. ეს პორტუგალიელის ზედიზედ მე-11 გატანილი გოლი გახლდათ იტალიის ჩემპიონატში.
„ეს ჩინებული მიღწევაა. 1000 მატჩი ნიშნავს დაუღალავ შრომას, თავდადებას, საკუთარ თავზე ყოველდღიურ მუშაობას. 35 წლისამ ამდენი მატჩი ჩაატარო, წარმოუდგენელია. ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ კიდევ ასობით თამაშს ჩავატარებ. რაოდენობა კარგია, მაგრამ მთავარია, ყოველ შეხვედრაში გაიმარჯვო.“ - ციტირებს კრიშტიანუს სიტყვებს Sky Sports.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში რონალდუმ 21 მატჩი ჩაატარა, ამდენივე ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.