კორონავირუსმა იტალიაში საფეხბურთო კალენდარი მთლიანად შეცვალა. გასულ კვირაში სერია A-ს ოთხი შეხვედრა გადაიდო, ხოლო ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით XXVI ტურის ხუთი მატჩი უმაყურებლოდ უნდა ჩატარებულიყო.
თუმცა, ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვეტილება შეცვალა და ხუთივე მატჩი გადადო. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „სასუოლო“ – „ბრეშა“, „პარმა“ – „სპალი“, „მილანი“ – „ჯენოა“, „უდინეზე“ – „ფიორენტინა“ და „იუვენტუსი“ – „ინტერი“ 13 მაისს გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული თარიღი იტალიის თასის ფინალის დღე იყო, მაგრამ განახლებული გადაწყვეტილებით, კოპა იტალიას ფინალი 20 მაისს შედგება.