ფეხბურთი

18:20 | 28.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი: "საკი არაფერს წარმოადგენდა და არაფერი შეუქმნია, გამარჯვება დაცვის დამსახურება იყო"

ლეგენდარული ნიდერლანდერი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი Corriere Della Sera-ს გაესაუბრა და იტალიურ მედიასთან ინტერვიუში არიგო საკის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„უტრეხტელი გედის“ განცხადებით, საკის არაფერი შეუქმნია და ეპოქალური „მილანი“ ტიტულების მოგებას შესანიშნავი დაცვის ხაზის ხარჯზე ახერხებდა. ვან ბასტენის აზრით, ფეხბურთში მთავარი ფეხბურთელები არიან და არა მწვრთნელები.

„ჩემსა და საკის შორის არასდროს ყოფილა კარგი ურთიერთობა. არასდროს მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ჩემთან მიმართებაში გულწრფელი იყო, არასდროს ყოფილა პირდაპირი. „მილანი“ ფეხბურთელების შექმნილი გახლდათ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. თუმცა, საკიც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ის ჟურნალისტებთან მეგობრობდა და კარგი ურთიერთობა ჰქონდა, კარგად იცოდა, როგორ შეექმნა დიდი ნოვატორის სურათი.

მას არაფერი შეუქმნია. მოდელი, რომელსაც „მილანი“ იყენებდა, არც რევოლუციური იყო და არც შემტევი. ჩვენ საოცარი მცველები გვყავდა, კარგი დაცვა კი ყოველთვის გვიბიძგებდა ტიტულების მოგებისკენ, ბევრ რამეს იყენებდა, მაგრამ სამაგიეროდ შეტევას ცოტა დროს უთმობდა.

ერთხელ გასახდელში ვუთხარი, რომ მისი წყალობით არ მოგვიგია და გასახდელიდან სიტყვის უთქმელად გავიდა. შემდეგ ეს ვინანე, რადგან არ დაუმსახურებია. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი გავიდა, ახლაც ვნანობ. მასთან პირადად არავითარი პრობლემა არ მაქვს, სიამოვნებით ვიხსენებ.

ფეხბურთში ფეხბურთელები უფრო მნიშვნელოვანი ფიგურები არიან. მწვრთნელი კარგია, მაგრამ მთავარი ფეხბურთელებია“, - აღნიშნა ვან ბასტენმა.

შეგახსენებთ, რომ არიგო საკი და მარკო ვან ბასტენი „მილანში“ 1987-1991 წლებში ერთად მუშობდნენ და ამ პერიოდში „როსონერიმ“ არაერთი ტიტული მოიგო, მათ შორის ორჯერ ჩემპიონთა თასი.

0.108132