ესპანურმა „ბასკონიამ“ ევროლიგის 26-ე ტურში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ვიტორიელები მთელი თამაში უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ, დამაჯერებელად, 71:56 იმარჯვეს, თორნიკე შენგელიამ კი ტრადიციულად დიდი როლი ითამაშა.
ქართველმა კალათბურთელმა 29:31 წუთში 18 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და მხოლოდ თანაგუნდელ შევონ შილდსს (23) ჩამორჩა.
სამაგიეროდ, 18 ქულით შენგელია მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ. ესპანელთა რიგებში 26 წუთში 3 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
„ბასკონიას“ 10 გამარჯვების წილ 16 მარცხი აქვს და მე-12 ადგილზეა. მომდევნო ტურში კი 4 მარტს, მიუნხენში, „ბაიერნს“ ესტუმრება.