ფეხბურთი

11:26 | 27.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

რუდი გარსია: "ჩვენი მიზანი ტურინში გოლის გატანა და მომდევნო ეტაპზე გასვლაა"

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში ყველაზე დიდი მოულონდელობა ალბათ „ლიონის“ „იუვენტუსთან“ (1:0) გამარჯვება იყო. თუმცა ამ შედეგით გაკვირვებული არ დარჩა ფრანგთა თავკაცი რუდი გარსია, რომელმაც გუნდს მიზნად მომდევნო ეტაპზე გასვლა დაუსახა.

„არავითარი სინანული არ მაქვს იმის გამო, რომ უფრო დიდი უპირატესობით ვერ მოვიგეთ. მნიშვნელოვანია, რომ სახლში გოლი არ გავუშვით. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მომეწონა თუ როგორ იბრძოდა ჩემი გუნდი, ჩვენ შევინარჩუნეთ შედეგი და მოვიგეთ.

პირველი ათი წუთი მორიდებულები ვიყავით, თუმცა შემდეგ თამაში გავშალეთ და თამამად შევუტიეთ. გვაქვს ეს უპირატესობა, მაგრამ გარკვეული არაფერია. ჩვენი მიზანი საპასუხო მატჩში გოლის გატანა და შემდეგ ეტაპზე გასვლაა“, - თქვა რუდი გარსიამ.

აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ – „ლიონის“ მეორე შეხვედრა 17 მარტს იტალიაში შედგება.

0.115469