ფეხბურთი

16:20 | 26.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

დიუგარი: "ბუსკეტსი მამაჩემივით თამაშობდა"

კატალონიის „ბარსელონას“ ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი უეფამ „ნაპოლისთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელისთვის, კრისტოფ დიუგარისთვის, რომელმაც ესპანელი გააკრიტიკა.

ბუსკეტსის თამაში? მამაჩემივით ითამაშა, მთელი შეხვედრა ამაზრზენი იყო“, - თქვა დიუგარმა.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“ ერთადერთი ნორმალური იერიში, რომელიც გოლით დასრულდა, სწორედ ბუსკეტსის ბრწყინვალე პასით განახორციელა. თუმცა, 1998 წლის მსოფლიო და 2000 წლის ევროპის ჩემპიონისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

0.119539