რუმინული ფეხბურთის გრანდი ბუქარესტის „სტიაუა“ ბოლო დროს საშინაო ასპარეზზეც აღარაა მოწინავე პოზიციაზე. უკანასკნელ სამ მატჩში კი, მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა.
გუნდის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ „სტიაუას“ წარუმატებელ თამაშს საინტერესო ახსნა მოუძებნა და ყველაფერი ფეხბურთელების გახშირებულ სექსს დააბრალა.
„ჩემს ფეხბურთელებს თავიანთ შეყვარებულებთან ძალიან ხშირად აქვთ სექსი და ამიტომ ბოლო დროს ფეხბურთს კარგად ვერ თამაშობენ“, - თქვა ბეკალიმ.
აქვე გეტყვით, რომ „სტიაუა“ რუმინეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „კლუჟს“ 8 ქულით ჩამორჩება.