ესპანური „ვალენსიას“ გულშემატკივრები სასწრაფო დახმარების სამსახურებს კორონავირუსის სიპტომებით დაუკავშირდნენ. როგორც გავლენიანი გამოცემა Marca იტყობინება, სამი ქომაგის მდგომარეობას, რომელიც ზუსტად ერთი კვირის წინ იტალიის ქალაქ მილანში იმყოფებოდნენ, სწავლობენ.
ვალენსიის ეპიდემიოლოგიური და ჯანმრთელობის ზედამხედველობის სექტორის დირექტორის მოადგილემ ჰერმალინდა ვანაკლოჩამ ინფორმაცია დაადასტურა.
„მათ სიტუაცია კვლავ ვაფასებთ და ვაკეთებთ ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევას“, - თქვა ვანაკლოჩამ.
„ვალენსია“ 19 თებერვალს, მილანში ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა და მისი ქომაგებიც ამ თამაშს ესწრებოდნენ. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩრდილოეთით საგანგებო ვითარებაა და კორონავირუსით 240 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო შვიდი მათგანი გარდაიცვალა.