მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩამდე პრეკოსნფერენცია გამართა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, ეს არ იქნება ზიდანი გვარდიოლას დაპირისპირება, არამედ „რეალი“ – „სიტის“ შეხვედრა.
„მხოლოდ ის, რომ რამდენიმე უარყოფით შედეგი ვაჩვენეთ, არ ნიშნავს, რომ საქმეს ცუდად ვაკეთებთ. ეს თამაში არის „რეალი“ – „სიტის“ წინააღმდეგ და არა ზიდანი - გვარდიოლას წინააღმდეგ, ეს საფეხბურთო მატჩია, ეს არის ის, რისი ნახვაც ხალხს სურს. ბედნიერები ვართ, რადგან ეს არის ეტაპი, სადაც თამაში გვინდა და მზად ვართ შესანიშნავად ვითამაშოთ. ბევრ გუნდს უყვარს ბურთის კონტროლი, „მანჩესტერ სიტი“ სიძლიერით სავსე გუნდია, ჩვენ კი არ შევიცვლებით, უბრალოდ ვაპირებთ ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც გვაინტერესებს.
გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია. მან ეს დაამტკიცა „ბარსელონასა“ და „ბაიერნში“ და ამტკიცებს „მანჩესტერ სიტიში“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, „რეალი“ – „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.