კალათბურთი

14:28 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ქართველი კალათბურთელის გუნდი „სენტ ჯონს რედ სტორმს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 16 ქულიანი სხვაობით - 81:65 დაამარცხა.

ტრადიციულად მამუკელაშვილმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. სანდრომ პარკეტზე 33 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა. ქართველმა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 16 ქულა და 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ცაჭრა შესძინა. მან 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. 20 წლის ფორვარდმა ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და შედეგიანობით მხოლოდ მაილს პაუელს ჩამორჩა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.

„სეტონ ჰოლს“ 15 ტურის შემდგომ 12 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და ბიგ ისთის კონფერენციაში ერთპიროვნულ ლიდერად რჩება. მომდევნო შეხვედრას კი მამუკელაშვილის გუნდი 29 თებერვალს, სტუმრად, „მარკეტ გოლდენ იგლსთან“ გამართავს.

0.12153