ფეხბურთი

11:53 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ფენერბახჩეს" პრეზიდენტისა და გულშემატკივრების ჩხუბი (+VIDEO)

სტამბოლის „ფენერბახჩე“ ბოლო დროს ძველებურად მრისხანე აღარაა (შიდა ასპარეზზე) და გუშინ საკუთარ მოედანზე მოსისხლე მტერ, „გალათასარაისთან“ 1:3 წააგო.

მორიგი მარცხით იმედგაცრუებულმა გულშემატკივრებმა კი, კლუბის პრეზიდენტ ალი კოჩს ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ დააკლეს. ინციდენტზე კოჩმა პირდაპირი რეაგირება გადაწყვიტა, საპატიო ლოჟიდან ტრიბუნებზე გადავიდა და ქომაგებს პირადად დაუპირისპირდა.

აქვე გეტყვით, რომ „ფენერბახჩე“ თურქეთის სუპერლიგაში მეექვსე ადგილზეა და ლიდერთა ტრიოს („ტრაბზონსფორი“, „სივასფორი“, „გალათასარაი“) 7 ქულით ჩამორჩება.

0.113899