ფეხბურთი

20:12 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

დელ ბოსკე: “ხაბი ალონსოს დებიუტი “ბაიერნში”, ეს სიგიჟე იყო”

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვისენტე დელ ბოსკეს განცხადებით, 32 წლის ხაბი ალონსო უნიკალური ფეხბურთელია და მის მაღალ ინტელექტზე მეტყველებს ისიც, რომ “ბაიერნში” გადასვლიდან 48 საათში მისი დებიუტი შედგა.

“ხაბი ალონსო მოედანზე მწვრთნელის ფუნქციებსაც ითავსებს. ბევრი მოთამაშე უსმენს ალონსოს და მის აზრს ითვალისწინებს. ის უნიკალური ფეხბურთელია. ფაქტი, რომ ხელშეკურლების გაფორმებიდან 48 საათში ალონსოს დებიუტი შედგა “ბაიერნში” - სიგიჟეა, ეს მის მაღალ ინტელექტზე მეტყველებს. ესპანეთმა ალონსოთი უნდა იამაყოს,”- განაცხადა დელ ბოსკემ.

ხაბი ალონსომ “ბაიერნის” მაისურით 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.126028