კალათბურთი

0:44 | 24.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

კოკოშკოვი: "უკეთესმა გუნდმა მოიგო"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა, რომელიც ამჟამად სერბეთის დამრიგებელია, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

სერბი სპეციალისტის განცხადებით მისმა გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა და უკეთესმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა.

„ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ეს კალათბურთია და წაგებისგან თავს ვერ დაიზღვევ. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას. მაკფადენისა და შერმადინის შეჩერება გაგვიჭირდა, მათ შესანიშნავი სეზონი აქვთ და დღეს უკეთესმა გუნდმა მოიგო. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, ამან კი მარცხი განაპირობა, საქართველომ უკეთესად ითამაშა და ჩვენ საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა კოკოშკოვმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტ 2021-ზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს და შესარჩევ ეტაპზე ფორმალურად ასპარეზობს, სადაც მორიგ მატჩს 27 ნოემბერს ფინეთში ჩაატარებს.

0.114745