ფეხბურთი

23:27 | 23.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი და მოპოვებული პენალტი 14 წუთში (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის 27-ე ტურში „გენტი“ „სენტ ტრუიდენს“ ამ წუთებში მასპინძლობს და 3:0-ს ამარცხებს.

ორივე ჩვენებური, გიორგი ქვილითაია და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში არიან.

ქვილითაიამ ორივე გოლში უდიდესი როლი ითამაშა. მეათე წუთზე საჯარიმოში წააქციეს, პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ჯონათან დავიდმა გოლად აქცია, ხოლო 4 წუთის შემდეგ ქართველმა ფორვარდმა თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

26-ე წუთზე ბელგიელებმა მესამეც გაიტანეს, დავიდმა დუბლი შეასრულა, რომელსაც საგოლე პასი გიორგი ჩაკვეტაძემ გაუკეთა. მოკლედ, თორუპი დღევანდელ არჩვენს ნამდვილად არ ინანებს...

0.216253