საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ ბელარუსის ნაკრებმა თებერვლის შეკრება დაიწყო და პირველი სპარინგ მატჩი უზბეკეთის ნაკრებთან გამართა.
მიხაილ მარხელის გუნდმა მეტოქის ძლევა მინიმალური ანგარიშით მოახერხა და ეს ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე პაველ ნეხაიჩიკმა გაიტანა. ბელარუსი აღნიშნული შეკრების ფარგლებში კიდევ ერთ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს და სოფიაში ბულგარეთის ნაკრებს 26 თებერვალს დაუპირისპირდება.
უზბეკეთთან კი, ბელარუსებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს.
ძირითადი შემადგენლობა: პავლიუჩენკო, დრაგუნი, მატვეიჩიკი, პოლიტევიჩი, კორზუნი, კენდიში, ლაპტევი, პავლოვეცი, ბურკო, სტასევიჩი, ნეხაიჩიკი
შეცვლაზე შევიდნენ: შვეცი, ლისაკოვიჩი, პოდსტრელოვი, კარპოვიჩი
შეგახსენებთ, საქართველო - ბელარუსის მატჩი 26 მარტს, თბილისში, 21:00 საათზე გაიმართება.