ძიუდო

22:15 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილის ოქრო დიუსელდორფის გრან პრიზე

დიუსელდორფის გრან პრიზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 81 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ გაისარჯა ტატო გრიგალაშვილი, რომელმაც პირველობა არავის დაუთმო.

ტატომ ასპარეზობა ხმაურიანად დაიწყო და პირველივე შეხვედრაში იაპონელი ტაკანორი ნაგასე დაამარცხა. ამას იტალიელ ანტონიო ესპოზიტოსთან, გერმანელ ალექსანდერ ვაიჩერჟაკთან და ფრანგ ალფა ჯალოსთან გამარჯვებები მოჰყვა.

შედეგად ნახევარფინალში გავიდა, სადაც ყირგიზი ვლადიმირ ზოლოევი დაამარცხა, ხოლო ფინალში რუს ხასან ხალმურზაევს აჯობა და ოქროს მედალს დაეუფლა.ამავე წონით კატეგორიაში ნუგზარ ტატალაშვილი ასპარეზობდა, მაგრამ მეორე წრეში დამარცხდა. 73 კგ წონით კატეგორიაში კი, ფრიდონ გიგანი და ლაშა შავდათუაშვილი დარჩნენ უმედლოდ.

შეგახსენებთ, გუშინ დიუსელდორფში ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა.

0.121093