ფეხბურთი

21:52 | 22.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთში სეზონი გოლით გახსნა (+VIDEO)

შვედეთში ახალი საფეხბურთო სეზონი კარგად დაიწყო გიორგი ხარაიშვილმა, რომელმაც პირველივე ოფიციალურ მატჩში გოლი გაიტანა.

შვედეთის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „გიოტებორგმა“ „ვასტერასს“ უმასპინძლა და 2:0 აჯობა. მე-12 წუთზე ხარაიშვილმა ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. მეორე გოლი კი, პირველივე ტაიმში რობინ სოდერმა მიითვალა.

მოგეხსენებათ, შვედეთში საფეხბურთო სეზონი ამ ახლა დაიწყო და მშვენიერი დასაწყისია. მეორე ტურში „გიოტებორგი“ 29 თებერვალს „სოლენტუნას“ ესტუმრება.

0.069268