გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
„მილოუკმა“ გასვლაზე „დეტროიტი“ 126:106 დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ „ბაქსი“ 29 ქულით იგებდა, რამაც მეორე ტაიმს ინტრიგა დაუკარგა. იანის ადეტოკუმპო 33 ქულით, 16 მოხსნით და 4 პასით გამოირჩა. კრის მიდელტონს 28 ქულა ჰქონდა. „მილოუკი“ 47 მოგებით და 8 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა.
„გოლდენ სტეიტი“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონთან“ 105:135 დამარცხდა. ტეხასელებმა პირველი სამი პერიოდი მოიგეს და მეოთხე მეოთხედი ფორმალობაღა იყო. ჰარდენმა 29 ქულა, 10 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. უიგინსმა 22 ქულა მიითვალა. უესტბრუკს 21 ქულა, 10 პასი და 5 მოხსნა ჰქონდა.
„ატლანტამ“ შინ „მაიამი“ 129:124 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ჯორჯიელებმა 39:27 მოიგეს. ტრეი იანგმა 50 ქულა მიითვალა. ადებაიოს 28 ქულა, 19 მოხსნა და 7 პასი ჰქონდა.
„დეტროიტი“ – „მილოუკი“ 106:126 (18:32, 23:38, 30:28, 35:28)
https://www.youtube.com/watch?v=zVQdl1xxfxg
„ატლანტა“ – „მაიამი“ 129:124 (32:36, 31:28, 27:33, 39:27)
https://www.youtube.com/watch?v=REv49tL44gI
„ჩიკაგო“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 93:103 (20:33, 24:27, 29:19, 20:24)
https://www.youtube.com/watch?v=H7mKdTGjc4k
„ფილადელფია“ – „ბრუკლინი“ 112:104 (26:20, 16:32, 35:26, 26:25, ო.ტ. 9:1)
https://www.youtube.com/watch?v=aJDEjtPHadU
„საკრამენტო“ – „მემფისი“ 129:125 (37:35, 33:26, 277:29, 32:35)
https://www.youtube.com/watch?v=GJNbYR6h_BI
„გოლდენ სტეიტი“ – „ჰიუსტონი“ 105:135 (17:38, 33:34, 27:37, 28:26)
https://www.youtube.com/watch?v=SskiNCe7d5g