კალათბურთი

3:04 | 21.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიამ "ბასკონია" ვერ იხსნა

ევროლიგაში „ბასკონიამ“ მორიგი თამაში წააგო და პლეი-ოფში გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. ესპანურმა გუნდმა კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლა, რომელსაც ასევე არ აქვს კარგი სეზონი, მაგრამ მაინც სოლიდური სხვაობით წააგო.

ვიტორიელებმა ლიეტუველებს საწყის ორ მეოთხედში აჯობეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ შემდეგ ვერაფერი გააწყვეს და საბოლოოდ 14 ქულით, 60:74 დამარცხდნენ.

თორნიკე შენგელია ისევ საუკეთესო იყო „ბასკონიას“ რიგებში და 28:20 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, სამჯერ კი სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა. მეტ ჯენინგმა 22 წუთში მხოლოდ 3 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, რაც მის გუნდს დიდად არაფერში წადგომია.

„ბასკონიას“ 9 მოგების წილ 16 წაგება დაუგროვდა და მე-15 პოზიციას იკავებს, მომდევნო ტურში კი, 28 თებერვალს ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.129938