გერმანულმა „ლაიფციგმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ტოტენჰემთან“ სხვადასხვა მაისურებით ითამაშა. ფოტოებიდან ნათლად ჩანს, რომ ილუან ნაგელსმანის ფეხბურთელებს ერთნაირი მაისურები არ ეცვათ.
მაგალითად პირველ ტაიმში ტიმო ვერნერს რედ ბულის ლოგო მაისურზე თეთრ ფერში ჰქონდა დატანილი, მის თანაგუნდელებს წითელში. სამაგიეროდ, ტიმოს მეორე ტაიმში უკვე წითელი ლოგო ამშვენებდა, მაგრამ ის არ ყოფილა ერთადერთი, რომელმაც შესვენებამდე განსხვავებული მაისურით ითამაშა.
იულიან ნაგელსმანმა თამაშის შემდეგ განმარტება გააკეთა: „სასტუმროდან გამოვედით და აღმოვაჩინეთ, რომ ყუთებში ერთნაირი მაისურები არ იყო. ამან ცოტა დაბნეულობა გამოიწვია“.
შეგახსენებთ, „ლაიფციგმა“ „ტოტენჰემი“ 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.