ფეხბურთი

23:22 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ნიკოლოზ შერაზადიშვილი დააფასა

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი მადრიდის „რეალმა“ დააფასა.

შერაზადიშვილს 19 თებერვალს 24 წელი შეუსრულდა და იუბილესთან დაკავშირებით „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობამ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიწვია.

ამით ქართველს დაბადების დღე მიულოცეს და სახსოვრად 1-ნომრიანი მაისურიც გადასცეს. ნიკოლოზმა „რეალს“ მადლობა სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ გადაუხადა.

შეგახსენებთ, შერაზადიშვილმა 2018 წელს ბაქოში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ესპანეთის ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.

0.118015