„ლაიპციგის“ თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, რომლის გოლითაც ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლაიპციგმა“ „ტოტენჰემი“ დაამარცხა (1:0), ჟურნალისტებს „ლივერპულის“ მისით დაინტერესების შესახებ გაუზიარა აზრი.
„დღეისათვის „ლივერპული“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ამიტომ, როცა იგებ, რომ შენით დაინტერესდა, ნამდვილად არის სიამაყის საბაბი. ამ გუნდში არაერთი შესანიშნავი ფეხბურთელი ირჯება და მათგან ბევრის სწავლა შეიძლება. ვეცდები, თავი არ დავზოგო და საკუთარი თამაშის დონე ყოვედღიურად გავაუმჯობესო, რათა ასეთ კლუბში ღირსეულად წარმოვჩინდე.“ - ციტირებს ვერნერის სიტყვებს Daily Mail.
ვერნერის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 58 მილიონი ევროა. ის „ლაიპციგში“ 2016 წლიდან თამაშობს. „ხარებთან“ მის კონტრაქტს კი ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ვერნერმა 22 მატჩში 20 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.