სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:05 | 20.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ეს გუნდი მიყვარს და აქ ვრჩები"

პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლას არ აპირებს. როგორც ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, ევროტურენირებიდან მოკვეთის მიუხედავად, „ქალაქელთა“ მიტოვებას არ გეგმავს.

თანაც, უეფას გადაწყვეტილებას „სიტი“ აპროტესტებს და იმედი აქვს, რომ აპელაციას დააკმაყოფილებენ.

„ჯერ არაფერი დასრულებულა. კლუბში ეს გადაწყვეტილება უსამართლოდ მიაჩნიათ და აპელაციას მივმართავთ, ვნახოთ. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია მოედანზე გავიდეთ და გავაკეთოთ ის, რასაც 4 წელია ვაკეთებთ, მოვიგოთ მატჩები. ნამდვილად ვენდობი ჩემს კლუბს და მის გაკეთებულ საქმეებს. მათ ამიხსნეს სიტუაცია და ვნახოთ. ყოველდღე ვიბრძოლებთ სეზონის ბოლომდე, როგორც ყოველთვის და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.

თუ არ გამათავისუფლებენ, რაც შეიძლება მოხდეს, აქ დავრჩები. პირველ რიგში იმიტომ, რომ მინდა დარჩენა და შემდეგ იმიტომ, რომ არის რაღაც განსაკუთრებული, რაც ხელშეკრულებას ცდება. მინდა კლუბის დახმარება გავაგრძელო და ამ სიმაღლეზე რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ.

რატომ უნდა წავიდე? მე ვთქვი, რომ ეს კლუბი მიყვარს და აქ ყოფნა მომწონს. ვისაუბრე ფეხბურთელებთან და უახლოეს სამ თვეში ყურადღებას გავამახვილებთ საქმეზე და დანარჩენზე ვიფიქრებთ. თუმცა, მე აქ ვრჩები“, - თქვა გვარდიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.116312