თბილისის „ლოკომოტივმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლო ამხანაგური თამაში ლატვიური „ტუკუმის“ წინააღმდეგ ჩაატარა და მარცხი განიცადა.
მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც შეხედრის მიწურულს ლატვიელებმა გაიტანეს და 1:0 იმარჯვეს.
„ლოკომოტივმა“ აღნიშნულ მატჩში ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შეროზია, გაბაძე, ჭანტურია, უბილავა (C), გურეშიძე, ძებნიაური, დარცმელია, შონია, სამურკასოვი, კირკიტაძე, სიხარულიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ანდრონიკაშვილი, გავაშელიშვილი, შეწირული, შეყილაძე, კაპანაძე, ჯინჯოლავა, იაკობიძე
ლევან კორღალიძის გუნდი ახალი სეზონისთვის მზადებას საგურამოში გააგრძელებს.