საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ თურქულ შეკრებაზე ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი ჩაატარა და უზბეკურ „ნავბაჰორს“ გაეჯიბრა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გავიდა. საჯარიმოში ნიკოლოზ საბანაძე წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც ვაკო თევდორაძემ გოლად აქცია და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
„დინამო“ კიდევ ერთ სპარინგს დღესვე, უკრაინულ „დესნას“ შეხვედება, მატჩი 18:00 საათზე დაიწყება. 20 თებერვალს კი საქართველოში დაბრუნდება.
"დინამო ბათუმი" - "ნავბაჰორი" 1:0
გოლი: 1:0 თევდორაძე (81, პენ)