„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი წაუგებელი სერიის შეწყვეტით და „ატლეტიკოსთან“ მარცხით (0:1) მაინცდამაინც შეშფოთებული არაა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ყველაფერს საპასუხო მატჩი გაარკვევს და „ენფილდის“ დიდი იმედი აქვს.
„ატლეტიკო“ არის გუნდი, რომლის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. თავს კარგად იცავდა, დიდი გული აქვთ და თავიანთი აუდიტორიის მხარდაჭერა გამოიყენეს. ველოდებით საპასუხო შეხვედრას, უამრავი დღე გვაქვს, რომ უკეთესად მოვემზადოთ „ენფილდის“ გამოწვევისთვის, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.
დღეს ეძებდით სივრცეებს, ვერ ვიპოვეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ საპასუხო მატჩის წინ. მანე? იმიტომ შევცვალე, რომ გაფრთხილება ჰქონდა და არ მინდოდა გამერისკა. თავს კარგად ვგრძნობთ, ისევ თამაშში ვართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „ენფილდზე“, ჯერ არაფერი დასრულებულა“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩი 11 მარტს ინგლისში გაიმართება.