ფეხბურთი

3:40 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "რვა წელია აქ ვარ და ასეთი სიგიჟე არ მინახავს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „ლივერპულთან“ (1:0) მატჩის შემდეგ ბედნიერი იყო. არგენტინელი კმაყოფილი დარჩა საკუთარი გუნდის თამაშით და აღნიშნა, გულშემატკივარმა მაღალი დონის შეხვედრა იხილა.

„კარგი თამაში ვნახეთ, ძალიან ინტენსიური და მოედანზე ბევრი ხარისხით. ჩვენ ერთიანი ჯგუფი ვიყავით, მაღალ პრესინგს ვთამაშობდით და ძალიან სწრაფი გოლი გავიტანეთ. მეტოქემ გვაიძულა დაცვაში დარჩენა, მაგრამ სივრცეები არ დავტოვეთ და მხოლოდ კონტრშეტევების შანსი მივეცით.

ბედნიერი ვარ გუნდის თამაშით და იმ სიხარულით, რომელიც ჩვენ გულშემატკივარს ვაჩუქეთ. 8 წელია აქ ვარ და არასდროს მინახავს ასეთი გიჟური გულშემატკივრობა მთელი თამაშის განმავლობაში, ეს ემოციური იყო. საპასუხო მატჩზე არ ვფიქრობ, რადგან მანამდე დიდი დროა, ახლა „რეალ სოსიედადთან“ მატჩი გვაქვს“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, „ლივერპულისა“ და „ატლეტიკოს“ საპასუხო მატჩი 11 მარტს ინგლისში გაიმართება.

0.128359