ფეხბურთი

3:18 | 19.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდი: "10 გოლი ჩემპიონთა ლიგაზე? საკმარისი არაა!"

ერლინგ ჰოლანდი ისევ შეუდარებელია და „პარი სენ ჟერმენთან“ დუბლი შეასრულა, რითაც დორტმუნდის „ბორუსიას“ მოაგებინა (2:1). ნორვეგიელს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 10 გოლი დაუგროვდა (7 მატჩში) და ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის დაეწია.

თუმცა, 19 წლის ფორვარდი თვითკმაყოფილებას არ მიეცა და ამბობს, რომ სამუშაო ძალიან ბევრი აქვს.

„დიახ, შესანიშნავია ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანა, მაგრამ საკმარისი არასდროსაა. ამ ტურნირზე კარგად ვთამაშობ, თუმცა კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო. მეორე გოლი ძალიან ლამაზი იყო, არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ მომენტით დავტკბი, ამისთვის ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, იდეალური თამაში არ იყო, რადგან გოლი არ უნდა გაგვეშვა. პარიზში ეს ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ“, - თქვა ჰოლანდმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ მიმდინარე ზამთარს გადავიდა და 7 მატჩში 11 გოლის გატანა მოასწრო. სეზონის პირველ ნაწილში "ზალცბურგის" მაისურით გატანილ გოლებსაც თუ მივათვლით, გამოვა, რომ ერლინგ ჰოლანდს მიმდინარე სეზონში უკვე 39 გოლი აქვს გატანილი და ექვსჯერ ჰეთ-თრიქი შეასრულა. შთამბეჭდავია, სხვა რა უნდა დავამატოთ?!

0.676032