ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის "ოლ სტარის" მატჩს ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით შარშანდელთან შედარებით 8%-ით მეტმა ადამიანმა უყურა, აღნიშნულ ინფორმაციას Turner Sports-ი ავრცელებს.
წლევანდელ "ოლ სტარს" საშუალოდ 7.3 მილიონმა ადამიანმა უყურა. ხოლო მეოთხე პერიოდს 8 მილიონი ადამიანი უყურებდა.
შეგახსენებთ, რომ 69-ე "ოლ სტარი" ლებრონის გუნდმა იანისის გუნდს 157:155 მოიგო.