36 წლის ბელგიელი ჩოგბურთელი კიმ კლაისტერსი ჩოგბურთს წარმატებით დაუბრუნდა. 8-წლიანი პაუზის შემდეგ კიმი ჩოგბურთს დაუბრუნდა.
დუბაის ტურნირზე ბელგიელმა "ველური ბარათი" მიიღო და პირველ წრეში ესპანელ გარბინიე მუგურუსას დაუპირისპირდა. კლაისტერსმა იბრძოლა და საკმაოდ მაღალი დონეზე ითამაშა. მუგურუსამ 6:2, 7:6 მოიგო. შეხვედრა საათსა და 39 წუთს გაგრძელდა.
კიმ კლაისტერსმა 2012 წელ ოჯახის გამო კარიერა დაასრულა ახლა კი რვა წლის შემდეგ ჩოგბურთს დაუბრუნდა.