ფეხბურთი

17:59 | 18.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" სონი დაკარგა

ლონდონის „ტოტენჰემში“ საკადრო პრობლემებია. ჰარი კეინის მძიმე ტრავმის შემდეგ ჟოზე მოურინიომ კიდევ ერთი ლიდერი დაკარგა. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, ჰონ-მინ-სონი ოპერაციას გაიკეთებს.

სამხრეთ კორეელს მარჯვენა ხელზე ქირურგიული ჩარევა სჭირდება და რამდენიმე კვირის განმავლობაში იუქმებს.

მიმდინარე სეზონში 27 წლის აზიელმა 32 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა.

0.114248