„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ბრიტანული ტელევიზიის ექსპერტმა, გარი ნევილმა, უეფას მიერ „სიტის“ ორწლიანი დასჯის შესახებ გამოთქვა საკუთარი აზრი.
„ვფიქრობ, „სიტი“ გადაწყვეტს ფეარ პლეის ფინანსურ პრობლემას. თუმცა, დარწმუნებული არ ვარ, რომ უეფა ყველაფერს სამართლიანად აკეთებს. მათი საერთოდ არ მჯერა და მიმაჩნია, რომ ეს უიმედო ორგანიზაციაა, რომელიც გაურკვეველ დისციპლინარულ სანქციებს აწესებს.
წესით, „სიტიმ“ მათ უნდა აჯობოს. დიახ, კლუბი ერთ ხანს სასამართლო ლაბირინთში გაეხვევა, მაგრამ მაინც გაიმარჯვბს.
„სიტიმ“ რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგოს, ხომ ჰკითხავენ გვარდიოლას: პატიოსნად გაიმარჯვეთ ტურნირშიო? უეფას მანჩესტერელები ახლავე ან სეზონის დამთავრების შემდეგ უნდა მოეკვეთა შეჯიბრიდან.“ - განაცხადა ნევილმა.