ფეხბურთი

21:24 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი "სიტიზე": "ვინც დააშავებს, უნდა დაისაჯოს"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „მანჩესტერ სიტის“ სასჯელის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ წესებს ყველა უნდა დაემორჩილოს და ვინც დააშავებს, საფასურიც უნდა გადაიხადოს.

„როდესაც „არსენალში“ ვიყავი, ბევრმა ფეხბურთელმა დაგვტოვა. წესები არსებობს და მას უნდა დავემორჩილოთ. ვერ ვიტყვი სასჯელი მეტისმეტია თუ ცოტაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც ეს გადაწყვიტა, არაფერი გამოუგონია. ვინც დააშავებს, უნდა დაისაჯოს.

შეცდომები დაშვებულია, ინგლისში უპირველეს ყოვლისა უფსკრული შეიქმნა ტელევიზიებიდან შესული თანხით, ადგილობრივი ლიგებისა და ევროტურნირებიდან. ამ უკანასკნელს მსოფლიოში მაყურებელი მხოლოდ დიდი კლუბებისთვის ჰყავს და ამან უზარმაზარი განსხვავება შექმნა“, - განაცხადა ვენგერმა.

0.114675