ფეხბურთი

15:42 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სოლსკიაერი: "პოგბა "მანჩესტერის" ფეხბურთელია და არა რაიოლას"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მინო რაიოლას უპასუხა, რომლის განცხადებით, პოლ პოგბას ინგლისის დატოვება სურს.

ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, პოგბას სატრანსფერო უფლებები „მანჩესტერისაა“ და არა რაიოლას.

„არასდროს მისაუბრია მინოსთან, ეს ნამდვილად. პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის და არა რაიოლას. დარწმუნებული ვარ, რომ პოლი მოუთმენლად ელოდება ისევ ჩვენთან ერთად თამაშს. ის ტრავმირებულია და სურს გუნდს დაეხმაროს.

იცის, რომ უნდა იმუშაოს, რომ ფორმაში დაბრუნდეს, ეს მისთვის გამოწვევაა. სარბენ ბილიკზე ვარჯიში უკვე დაიწყო და დაბრუნება ახლოსაა. იმედი გვაქვს, რომ მოედანზე მალე ვიხილავთ“, - თქვა სოლსკიაერმა.

შეგახსენებთ, რომ პოგბას „მანჩესტერიდან“ წასვლის შესახებ დიდი ხანია საუბრობენ. მინო რაიოლამ რამდენიმე დღის წინ ისიც თქვა, რომ მისი კლიენტი „იუვენტუსში“ სიამოვნებით დაბრუნდებოდა და ამ საკითხზე ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისაუბრებს. იტალიური გუნდის გარდა, ფრანგს მადრიდის „რეალსაც“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.110944