ფეხბურთი

15:14 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ "სიტიში" თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გადაწყვეტილება მიიღო და კლუბში რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები ორი წლით ევროტურნირებიდან მოკვეთეს, პეპი კონტრაქტს პატივს სცემს და მზადაა მის ამოწურვამდე მანჩესტერში დარჩეს.

The Times-ის ინფორმაციით, გვარდიოლამ გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის მიუხედავად, 2021 წლის 30 ივნისამდე, სანამ მისი კონტრაქტი ძალაშია, „ეტიჰად სთედიუმზე“ იმუშავებს.

მოსალოდნელია, რომ მხარეები აღნიშნულ ცნობას უახლოეს ხანში დაადასტურებენ. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ უეფამ სამართლიანი ფინანსური თამაშის წესების დარღვევისთვის 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონებში ევროსარბიელზე დისკვალიფიკაცია მისცა.

„სიტიმ“ გადაწყვეტილებას ლოზანის საარბიტრაჟო სასამართლოში ასაჩივრებს. რაც შეეხება გვარდიოლას, ამ ცნობის გავრცელებისთანავე დაიწყო მითქმა-მოთქმა, რომ ზაფხულში გუნდს დატოვებდა და „იუვენტუსს“, „ბარსელონას“, პსჟ-სა და „ბაიერნს“ დაუკავშირეს.

0.111927