კალათბურთი

14:46 | 17.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის "სეტონ ჰოლი" დამარცხდა, თუმცა ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს

ამერიკის სტუდენტირ ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი სტუმრად „პროვიდენს ფრაიარსს“ დაუპირისპირდა და 3 ქულიანი სხვაობით, 74:71 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში სანდრომ პარკეტზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან ორი ორქულიანი და 4-დან ერთი სამქულიანი ჩააგდო.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი მასპინძელთა წამყვანი მოთამაშე ალფა დიალო გახდა, რომელმაც 35 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

„სეტონ ჰოლს“ 13 ტურის შემდგომ 10 მოგების საწინააღმდეგოდ 3 წაგება აქვს და „ბიგ ისთის“ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას კი ქართველი კალათბურთელის გუნდი 20 თებერვალს „ბატლერ ბულდოგსთან“ გამართავს.

0.124569