ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში სადიო მანეს გოლის წყალობით "ლივერპულმა" "ნორვიჩი" 1:0 დაამარცხა. 26-ე ტურის შემდეგ "მერსისაიდელებს" 76 ქულა აქვთ, 25 შეხვედრა მოიგეს და მხოლოდ ერთი ფრედ დაასრულეს. ეს შედეგი არამხოლოდ ინგლისში, არამედ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია, აღნიშნულ ინფორმაციას Stats foot-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ლივერპულის" შედეგთან ყველაზე ახლოს 2013/14 წლებში პეპ გვარდიოლას "ბაიერნი" იყო, რომელსაც ბუნდესლიგაში 26 ტურის შემდეგ 24 მოგება და ორი ფრე ჰქონდა.
"ლივერპულს" პრემიერლიგაში 43 წაგებული შეხვედრა მოუგროვდა, კიდევ ექვსი მატჩიც და "არსენალის" რეკორდს გაიმეორებს.