"მილანი" - "იუვენტუსის" მატჩის დასრულების შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა გულშემატკივრებს ავტოგრაფები დაურიგა და ერთ-ერთ ქომაგს ბოროტადაც გაეხუმრა.
ჩინელ გულშემატკივარს ჯიჯიმ შეხედა და და მიმართა: "კორონასთან ფრთხილად იყავი, გიყურებ. ჯანდაბა, ვუჰანიდან ხარ?"
ჯიჯის ამ სიტყვებს გარშემომყოფთა სიცილი, ხოლო მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.