გერმანიის ბუნდესლიგის XXII ტურში „დორტმუნდის „ბორუსიამ“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ 4:0 გაანადგურა და აბა ისე როგორ იქნებოდა, ერლინ ჰოლანდს გოლი არ გაეტანა.
ნორვეგიელმა ფრანკფურტელთა კარი 54-ე წუთზე აიღო და მის წინანდელ შედეგებს თუ გავითვალისწინებთ, თამაში „მოკრძალებულად“, ერთი გოლით დაასრულა.
ამის მიუხედავად, რეკორდი მაინც დაამყარა: ჰოლანდი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საწყის ხუთ შეხვედრაში რვა გოლი გაიტანა.
საინტერესოა ისიც, რომ 19 წლის ფორვარდი ბუნდესლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და დებიუტანტის კვალობაზე ურიგო შედეგი ნამდვილად არაა...