ჭიდაობა

17:16 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სხულუხია ნახევარფინალში გავიდა

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში მირზა სხულუხიამ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში იტალიელ ტალამოს დაუპირისპირდა და მეტოქე 6:2 დაამარცხა. მანამდე ჩვენებურმა ლიტველ აუგას 6:0 აჯობა.

ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) ბელარუს ხრამიანკოუს 6:3 სძლია და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

57 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ოთარ გოგავა ბულგარელ ვონგელოვთანმერვედფინალში 0:9 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. დღესვე თავიანთი შეხვედრები ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ნიკა კენჭაძემაც დათმეს.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:45 საათზე დაიწყება.

0.114332