ჭიდაობა

16:38 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

სხულუხია მეოთხედფინალშია - ხინჩეგაშვილი და კენჭაძე ასპარეზობას გამოეთიშნენ

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობაში 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მირზა სხულუხია მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველმა ფალავანმა ლიტველ აუგას 6:0 აჯობა და მომდევნო შეხვედრას იტალიელ ტალამოს შეხვდება.

სამწუხაროდ ასპარეზობას გამოეთიშა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც აზერბაიჯანელ რაჰიმზადესთან დათმო მერვედფინალური შეხვედრა.

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ნიკა კენჭაძემ დასანანი მარცხი ასევე აზერბაიჯანელ ჰასანოვთან განიცადა.

0.146583