ფეხბურთი

12:54 | 14.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის სტადიონზე სკამების მონტაჟი დასრულდა (+VIDEO)

ბათუმის სტადიონის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. მშენებლობის დამკვეთმა, შპს სტადიონმა გაავრცელა ახალი ფოტოები და ვიდეო სადაც ჩანს, რომ არენაზე სკამების მონტაჟი უკვე დასრულდა, რომებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა დამზადებული და მექანიკური დაზიანების მიმართ მდგრადი და ცეცხლმედეგია.

ამ ეტაპზე გარე პერიმეტრის მოწერიგება მიმდინარეობს, სადაც 1200 ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე და საზოგადოებრივი სივრცე მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ არენა ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება. უეფას IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი 20 000 მაყურებელს დაიტევს.

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.13376