ფედერაციის თასზე წარმატებული ასპარეზობის შემდგომ საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა განახლებულ კლასიფიკაციაში სოლიდური პროგრესი განიცადა.
ქართველი ჩოგბურთელები რეიტინგში 11 ადგილით დაწინაურდნენ და 277.82 ქულით 53-ე ადგილზე იმყოფებიან, ევრო-აფრიკულ ზონაში კი 33-ე საფეხურზე განთავსდნენ.
რაც შეეხება რეიტინგის ლიდერებს, პირველ პოზიციაზე საფრანგეთია, მეორეზე ავსტრალია, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები.
შეგახსენებთ, რომ 4-დან 7 თებერვალს ჩათვლით გამართულ ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის მატჩებში საქართველოს ნაკრებმა ისრაელს, ტუნისსა და მოლდოვას აჯობეს, პლეიოფში კი მასპინძელი ფინეთიც დაამარცხეს და პირველ ჯგუფში თამაშის უფლება მოიპოვეს.