ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის განვითარების ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა გოგა ბითაძემ. „ფორტ ვეინი“, სადაც 20 წლის ქართველი კალათბურთელი გამოდის, „მეინ რედ კლოსს“ დაუპირისპირდა და ოვერტაიმში 4 ქულიანი სხვაობით 119:123 დამარცხდა.
ბითაძემ პარკეტზე 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება დააგროვა. ქართველმა ცენტრმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ქართველი ცენტრი დღეს კვლავ „ინდიანა პეისერსს“ დაუბრუნდება, რომელიც NBA-ს პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვის და მორიგ შეხვედრას 13 თებერვალს, „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს.