ფეხბურთი

17:30 | 12.02.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ჩაკვეტაძე 25 მილიონ ევროზე მეტი ღირს" - "გენტმა" ქართველს ფასი დაადო

ბელგიური „გენტის“ მენეჯერი მიშელ ლუვეჟი გიორგი ჩაკვეტაძეს აფასებს. როგორც მან Voetbalmagazine-ს განუცხადა, ქართველის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონ ევროზე მეტია.

ლუვეჟი მიიჩნევს, რომ ჩაკვეტაძეს და ჯონათან დავიდს „გენტი“ ამაზე ნაკლებ ფასში არ შეელევა.

„ჩვენი ფეხბურთელების ფასებს არ გავზრდით, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე ან ჯონათან დავიდი 25 მილიონ ევროზე მეტად ფასობენ. განსაკუთრებით დავიდ შეუძლია ჩვენი გუნდისთვის მაღალი შემოსავლის მოტანა, ის ნამდვილი 10 ნომერია, რომელიც თამაშში 12 კილომეტრს ფარავს და ასეთი ფეხბურთელი ბოლო 30 წელიწადში არ მინახავს.

საერთოდ, ფეხბურთელების რეკლამირება ბელგიური ფეხბურთის პრობლემაა. ჰოლანდიელებისგან განსხვავებით ჩვენს ფეხბურთელებს ძვირად ვერ ვყიდით და უნდა ვისწავლოთ უკეთესად გაყიდვა“, - თქვა ლუვეჟმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ 2017 წელს გადავიდა და ბელგიურ გუნდთან კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.136698